საფრანგეთში მყოფი თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი “თაიმერთან” ინტერვიუში, ე.წ. ციანიდის საქმეზე და დაკავებულ გიორგი მამალაძეზე საუბრისას, ამბობს:
ილია მეორემ, რეალურად, ქართული საზოგადოების ცნობიერება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი, აზროვნება, მთლიანად გარყვნა და გაათახსირა. 45 წლიანი სიცრუის ტირაჟირებისთვის, იმ კოლაბორაციონისტული, მოღალატეობრივი საქმიანობისთვის, რომელსაც ის, ჯერ კიდევ, საბჭოთა პერიოდიდან ეწეოდა საქართველოში, როგორც რეზიდენტი, როგორც აგენტი “კა.გე.ბე”-სი და “ფე.ეს.ბე”-სი, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი ყველა დავალებას. დაამხო ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ჯაბა იოსელიანს, რომელმაც ააწიოკა და ააოხრა ნახევარი საქართველო, ეროვნული გმირი უწოდა, სიონიდან გაასვენებინა და დიდუბის პანთეონში დააკრძალინა. ასეთი ადამიანი, რომელზეც შემდგომში ედუარდ შევარდნაძემ გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ის ჩვენი დანიშნულია, ჩვენ მარტო “რაიკომისა” და “ცეკას” მდივნებს, “აღმასკომის” თავმჯდომარეებს კი არა, პატრიარქებსაც ვნიშნავდითო”. ასეთი ადამიანი, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ზნეობის ფლაგმანი, მორალის მეხოტბე და სიწმინდით აღვსილი თავადი. ის პირველ რიგში, უნდა ყოფილიყო მოთვინიერებული რით?! საბჭოთა სივრცეში ყველაზე მთავარი კომპრომატი რა იყო?! – ჰომოსექსუალობა და ჰომოსექსუალებს 1932 წლიდან 1992 წლამდე, საბჭოთა კონსტიტუციით ციხით სჯიდნენ. ეს იყო ყველაზე დიდი კომპრომატი, ჩვენსავით, ყველაზე პურიტანულ, კონსერვატიულ და ტრადიციულ საზოგადოებაში. მორალურად მიუღებელი ფენომენი იყო, დღესაც ასეა და მაშინ მით უმეტეს. ამიტომ, ძალიან ლოგიკურად უნდა დაათვალიეროს ჩვენმა საზოგადოებამ, თუ რა გზა განვლო ილია მეორემ, სადამდე მოიყვანა ქართული სახელმწიფო, როგორ დასცა, როგორ დააავადა ხალხის აზროვნება, როდესაც საკუთარი თავის კერპი აღმართა და იესო ქრისტე განდევნა ეკლესიიდან. ჩვენ გვაქვს ქრისტიანობა მხოლოდ ფორმებში, რომლებსაც შინაარსი მთლიანად გამოცლილი აქვს, მხოლოდ ვიზუალია დარჩენილი. ეს ყველაფერი, პასუხისმგებლობის სახით მიდის ილია მეორეზე, რომელიც ცხოვრობს ერმიტაჟში, ლუვრში და ამ შენობას საპატრიარქოს უწოდებს, რომელსაც ჰყავს 200 ათასიანი ავტომობილი იმ ფონზე, რომ მის ირგვლივ ადამიანებს შიათ. თუნდაც, მის ხელქვეით კოლეგა მღვდლებს, რომლებიც სოფლად არიან და იმის საშუალება არ აქვთ, რომ თავიანთი 7-8-10 შვილი გამოკვებონ. თვითონ ჰყავს ნახევარ მილიონიანი ცხენი, აქვს 75 ათასიანი ქოთნის ხე. მე მემარცხენე სოციალისტი კი არ ვარ, ამას, რომ ვამბობ, პროტესტი ამიტომ კიარ მაქვს! შეუძლებელია, ადამიანი იყო პატრიარქი, ან სასულიერო პირი და შენთვის იდეალი, ეტალონი, ან კუმირი არ იყოს იესო ქრისტე. ვისზე უნდა გქონდეს სწორება, ფაშა ხარ?! ფადიშაჰი ხარ?! შეიხი ხარ?! თუ, იესო ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრე. სირცხვილია ის, რასაც კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კადრულობს. არამარტო იმ ნაწილში, როცა ის, როგორც ჰომოსექსუალი ავიწროებს სხვებს სექსუალურად და საკუთარ თანამდებობდირვ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, არამედ, ნებისმიერ ზნეობრივ პარამეტრებში, ის არის სამარცხვინო მმართველი საქართველოს ეკლესიისა!
საზოგადოებას, თავის ღმერთზე სიმართლის გაგება ჩააგდებდა შოკში. ვინ არის მათი ღმერთი?! ილია მეორე! რომ გაეგოთ, პატრიარქი რომ ბავშვთა გამრყვნელია, რომ დიდი რუსეთის აგენტია, რომ თავისი ქმედებებით რიტუალური სატანისტია… აი, ამ ყველაფრის გაგება გამოიწვევდა ჩვენი ტრადიციული, პურიტანული და კონსერვატული საზოგადოების შოკირებას. რომ ეგონათ, კაცი იყო ღვთისა და რომ აღმოჩნდა სატანისა. მამალაძე სასამართლო პროცესზე საუბრობდა, რომ ის იყო მომსწრე, ხედავდა ამ ყველაფერს, განიცდიდა გარკვეული სახის შევიწროებას ამ კუთხითაც კათოლიკოსის მხრიდან და ბუნებრივია, ეს იქნებოდა შოკისმომგვრელი საზოგადოებისთვის. მათ ჰქონდათ დისკრეცია, რომ დაეხურათ სასამართლო სხდომები და ისარგებლეს ამით. მიიღეს ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც შეიძლებოდა მიეღო სასამართლოს. დღემდე, ჩვენ არც ის ვიცით, სად შეიძინა ციანიდი, შეიძინა თუ არა, ვინ გადასცა, როდის გადასცა, საიდან ამოიღეს?! ეს დაფიქსირებულია?! არ არის დაფიქსირებული!
პროცესებზე, სინამდვილეში მსჯელობდნენ იმაზე, რომ ევაჭრათ მამალაძესთან. ჰქონდათ მცდელობაც, რომ მიეღოთ გაუთქმელობის გარანტიები დეკანოზისგან, რომ მას არ ესაუბრა ამ ყველაფერზე…
გაუთქმელობაზე ხელმოწერა, შემდგომი პერიოდია. როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პრაქტიკულად, ნახევრად პარალიზებულია. ახლა, სახელმწიფო ამ დათმობაზე, რომ წავიდეს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ წინა გადაწყვეტილებებში არასწორი იყო და პატიმარი, რომელიც ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში, ავადმყოფს უშვებს. ვინ არის პასუხისმგებელი?! სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ანუ, სახელმწიფო! ამიტომ, სახელმწიფოს ამის აღიარება არ სურს. მეუფე იაკობმა და გოგაშვილმა “გაშარეს” ბიძინა ივანიშვილი “ციანიდის სკანდალით” და თავიანთ ამბიციურ ინტრიგებს შესწირეს სახელმწიფოს კომფორტი იმ გაგებით, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენეს ზემო ინსტანციები “ქართულ ოცნებაში”, რომლებსაც (გულწრფელად გვჯერა, რომ) ასეთ შარში თავის გაყოფა ნამდვილად არ სურდათ, იმიტომ, რომ ეს ისეთი ჩიხია, რამაც კიდევ უფრო ბევრი შეკითხვები დაბადა სახელმწიფო ინსტიტუტების კეთილსინდისიერებაზე და ნდობაც დააქვეითა საზოგადოებაში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს მიმართ.
ვფიქრობ და მინდა მჯეროდეს, რომ “ციანიდის სკანდალი” სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, სამთავრობო დონეზე აყვანილი ამოცანა არ ყოფილა. მგონია, რომ ეს იყო ვიწრო ჯგუფის ინტერესი, რომელმაც გამოიჩინა ზედმეტი კადნიერება და სითამამე, რითაც, (უკვე შემდგომში) ზემორე ეშელონები დააზარალა. ბიძინა ივანიშვილის “გაშარვაში” ვგულისხმობ, სოსო გოგაშვილს, რომელიც მეუფე იაკობის მიერ შენთებულ ცეცხლს აჰყვა.
გიორგი მამალაძემ აღმოჩნდა ის “აიზბერგი”, რომელმაც გაბზარა “ტიტანიკი”, ხოლო “ტიტანიკი” ჩაძირა უკვე ტალღებმა. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ ვახსენებთ ჩვენ, ასე ხშირად “ციანიდის სკანდალს”. არა იმიტომ, რომ ჩვენ სუბიექტურები ვართ, ან დიდი ახლობლობა გვაკავშრებდა მამალაძესთან, არამედ იმიტომ, რომ “ციანიდის სკანდალმა” გახეთქა ის საკანალიზაციო მილი, რაც ეკლესიაში არსებობდა. ამიტომ, “ციანიდის სკანდალი” იყო ერთი დიდი დარტყმა ამ საკანალიზაციო მილზე და ამოხეთქა მთელი რიგი ფეკალური მასა, რომელიც წლების მანძილზე გროვდებოდა ეკლესიაში. ამიტომ, არის ეს საკითხი ათმაგად საყურადღებო, რადგან ციანიდმა მოახდინა სრული ლუსტრაცია ეკლესიაში არსებული დარღვევებისა, როგორც ზნეობრივ ნაწილში, ისე ადმინისტრაციულ, სწავლა-მოძღვრებით ნაწილშიც. ვფიქრობ, ეს არის ისტორიული მოვლენა, ერთი, იმ გაგებით, რომ მღვდელი უსამართლოდ დაიჭირეს. მეორე, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს 1983 წლის ფაქტი, ე.წ. “თვითმფრინავის ბიჭების” ისტორია, როცა ბიჭები დახვრიტეს და მღვდელი ჩიხლაძე შეეწირა ამ ამბავს, რომელიც არ დაიცვა ილია მეორემ და მისმა ფსევდო სინოდმა. არ გამოექომაგა მათ იმიტომ, რომ პატრიარქი ყოველთვის კონიუქტურის მსახური იყო. დემოკრატიული საქართველოს პირობებში მოხდა გიორგი მამალაძის დაპატიმრება, რომელიც ილია მეორის სისტემის კისერზეა. რატომ?! ის ყოველთვის ყველას ყველაფერს აპატიებს, ყველაფრის უფლებას მისცემს, გარდა ერთისა – ნუ ამხელ მას! დაუპირისპირდები ილია მეორეს?! მოახდენ მის ლუსტრაციას?! მაშინვე გაგანადგურებს, შურს იძიებს, ბოლოს მოგიღებს და დაგასამარებს! ეს იყო ყოველთვის ილია მეორეს ხელწერა. ის პატიობდა ადამიანებს გარყვნილებას, მკვლელობას, ნარკომანიას, მრუშობა, ვაჭრობას, ყველა ტიპის უმსგავსობას, გარდა ერთისა, არ აპატიებდა მის პირად მხილებას. მით უფრო, როცა ისტორიულად ამის გამოცდილება არსებობდა და რა თქმა უნდა, არც მამალაძეს არ აპატიეს, არც მეუფე პეტრეს და არც მეუფეს თანამოაზრე საზოგადოებას. ილია მეორესგან არ ეპატიებოდათ ის, რომ მათ წითელი ხაზები გადაკვეთეს. რა არის წითელი ხაზი?! იესო ქრისტე კი არა! წითელი ხაზი არის ილია მეორე, რომლის მხილებაც ყოველთვის ისჯებოდა და ისჯება ეკლესიაში.
კომენტარები