“მოსალოდნელია ადამიანის გარდაცვალებაც კი” – ამის შესახებ უკრაინის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობს, რომელმაც საელჩოს წარმომადგენლებს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო.
მივაწოდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ჩვენ ი მოსაზრებები და ჩვენი დასკვნები იმის თაობაზე რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე განიცდის გაუარესებას და მოსალოდნელია ადამიანის გარდაცვალებაც კი თუკი არ იქნება მიღებული ადეკვატური ზომები. და ეს ადეკვატური ზომები ჩვენ მიგვაჩნია და ყველა ჩვენ ექსპერტს, მათ შორის, უცხოელ ექსპერტს რომ საჭირო არის მისი გაყვანა სასწრაფოდ რაიმე დიდ კლინიკაში…
ძალიან შეშფოთებულები არიან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიიღებენ ადეკვატურ ზომებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სადიზმი, დაელოდო როდის დამძიმდება ადამიანი და როდის მივა სიკვდილის კარამდე… მიხვიდე და დაელოდო ადამიანი სარეანიმაციო როდის გახდება და ყველა ორგანო როდის გამოვა მწყობრიდან, ეს არის სადიზმი, მეტი არაფერი, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
„მთავარი არხი“
კომენტარები