ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე
– ამ წელიწადმაც ჩაიარა, ბატონო დათო და ოპოზიციმ, მუქარის მიუხედავად, ვერაფერი დააკლო ხელისუფლებს. სამომავლოდ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ შეცვლოს ხელისუფლება?
– ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს, რომ ემიგრანტებს დისტანციურად, ბლოკჩეინის მეშვეობით, არჩევენებში მონაწილების უფლება მიეცეთ. ემიგრაცია შესცვლის ხელისუფლებას. ოპოზიცია აქ ვეღარაფერს გააკეთებს. ჯერ აღარც რესურსი აქვს, იმიტომ, რომ იმდენჯერ ივაჭრეს ხელისუფლებასთან, იმდენჯერ გაყიდეს ხალხის ინტერესები, მგონი, ზოგი არ აღიარებს, მაგრამ რცხვენია, ოპოზიციონერი რომ ჰქვია. მერე, ხალხის ამდენჯერ „გადადგებით“, ამ ხალხის ნდობა დაკარგეს. ხალხი ყოველდღე უყურებს იმ მასხარაობას, იმ კომედიებს, რასაც ოპოზიცია აწყობს. ოპოზიციის სიტყვას არანაირი ძალა აღარ აქვს. ბოლოს ცხელ შემოდგომას შეპირდნენ ხალხს და ერთი საპროტესტო აქცია არ გაუმართავთ. თბილად სხედან პარლამენტში, საკრებულოებში, თავად არაფერი აკლიათ და ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. კულუარულად თუ გაიკითხავთ, უცხოური ვოიაჟების დროს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთადაც მშვენივრად ერთობიან ოპოზიციონერი დეპუტატები. მოკლედ, თუ ემიგრანტებმა არ მიიღეს დისტანციურად არჩევნებში მონაწილეობა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“. გაყალბებით, ხალხის დაშინებით, შანტაჟით, მოსყიდვით და ათასი უბედურებით. ამ გზით კი დიდი შანსია, ხმების 70% წაიღონ და ოპოზიცია გაღიმებული დატოვონ.
– ოპოზიციის გაერთიანებასაც აზრი დაეკარგა, რადგან ეს დისკრედიტირებული ოპოზიცია, გინდ გაერთიანებულა და გინდ – არა.
– ყოველდღე ტალახში გორაობს ოპოზიცია და მათთან გაერთიანება იმას ნიშნავს, რომ შენც ტალახში გაგორდე მათან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის „ქართული ოცნების“ განაყოფი. ის ხალხი, ვინც 2012 წელს იყო „ქართულ ოცნებში“, ყველა წამოვიდა ან გამოუშვეს, რადგან მონებად მუშაობაზე უარი თქვეს. გადახედეთ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო და საკრებულოების სიებს, ყოფილი „ნაციონალებით“ არის გატენილი. სააკაშვილი მოიშორეს და ახლა, ერთად ძალიან ტკბილად არიან, ერთად ძარცვავენ ქვეყნას და ანგრევენ.
კომენტარები