„დასკვნაში ასახული დიაგნოზები მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია“, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
„მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, რა მოხდება ხვალ ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო ორგანოებიც გამოვიდეს მწყობრიდან და შემდეგ შეიძლება წავიდეს შეუქცევადი პროცესები. გავასაჯაროებთ გარკვეულ ნაწილს, რეკომენდაციის ნაწილში ძირითადად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სწრაფად. დასკვნაში ასახული დიაგნოზები მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლო თუ არ მიიღებს ამდაგვარ გადაწყვეტილებას, იგი დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
კომენტარები