ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი არველაძე, ნატო ჩხეიძის ინტერვიუდან ნაწყვეტს ავრცელებს და წერს:
“რა საშინელებაა… რა ტრაგედიაა..
ამ მდგომარეობაში კი არა, ჯანმრთელი რომ იყო მაშინ ვერ მივედი მის სანახავად. ვერ შევძელი პატიმარი მიშას ნახვა.. არ აღმომაჩნდა მაგდენი ძალა.. რა უნდა ვუთხრა, თვალებში როგორ შევხედო? როგორ გავუსწორო თვალი ამ არნახულ უსამართლობას? რით უნდა ანუგეშო კაცი, რომელიც ქვეყნის აშენების “დანაშაულისთვის” გაწირა ამავე ქვეყანამ და მისმა უმადურმა ხალხმა. მე არ მეყო ამის ძალა.
ძალიან მინდა ვნახო თავისუფალი, ომახიანი და ენერგიის გენერატორი, როგორიც იყო ყოველთვის.
ღორებს რუსებს ვეძახით.. მაგრამ ყველაზე დიდი ღორები ჩვენ ვყოფილვართ.
“მივედი. ვნახე.
ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ, როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ.
თეთრი საღებავით გულმოდგინეთ შეღებილი ორი ფანჯრიდან ცის ჭუჭრუტანისოდენა ნაგლეჯიც არ ჩანს. საკანი კი არა, დილეგია. სავარძელზე ნახევრად დამჯდარ ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას და ტემპერატურა 37.5 გრადუსი აქვს.
დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური, გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი. ვერ იცნობ.
პალატა/დილეგის თვალიერებას იწყებ – სად არის ის, ვინც ფეხზე მდგარი 6 თვის წინ ნახე ტელევიზიით, 12 მაისს რომ გადმოიყვანეს ვივამედში. სხვა არავინ არის. მარტო ის არის, რასაც ხედავ.
„მოდი, აქ დაჯექი, ახლოს”, – გეუბნება და საუბრით ცნობ, სწრაფი და დამახასიათებელი მეტყველებით; ეს ერთადერთია, რაც შერჩენია, და ესეც ნაწყვეტ-ნაწტვეტად, ღრმა ამოსუნთქვა/ჩასუნთქვას შორის შუალედში შერჩენია.
მიხვალ ახლოს, დაუჯდები გვერდით და საუბრობ ამ მთისას და იმ მთისას, ცოტას წარსულზე, უფრო ცოტას აწმყოზე და კიდევ უფრო ცოტას მომავალზე. აგყვება და საუბრობს უფრო წარსულზე, მერე ზელენსკიზე, მერე… აღარაფერზე.
ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი მომავალი. ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილი არ არის პატიმარი, კოლეგებო. ასეთი სნეული ადამიანები ვერ არიან პატიმრები, ასეთები ვერ ასრულებენ პატიმრის მოვალეობას.
„ახლა წავალ“, – ვამბობ მე.
„წადი და რაც აქ ნახე, თქვი”, – მეუბნება მაინც ღიმილით” – ნატო ჩხეიძე
კომენტარები