გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა სოფელ ტყვიავში მოხდა. დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი და სრულად განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა, რომელიც 45 წლის მამაკაცს ანთებული დარჩა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები