პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, რომელიც პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება, ჰკითხა:
“თქვენი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე საუბარს დაუთმეთ, რომელიც კერძო ინვესტიციით აშენებული უნივერსიტეტია – მაშინ რატომ არ საუბრობთ თავისუფალ უნივერსიტეტზე, კავკასიის უნივერსიტეტზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე?
თქვენი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე საუბარს დაუთმეთ. მართლა მაინტერესებს თქვენ, როგორც განათლების მინისტრს, რა კავშირი გაქვთ ამ უნივერსიტეტთან? პერსონალურად შეიძლება გაქვთ კავშირი, მაგრამ განათლების სამინისტროს რა წვლილი აქვს იმაში, რომ ერთმა ადამიანმა ინვესტიცია ჩადო, უნივერსიტეტი ააშენა და თქვენ თქვენი მოხსენების მნიშვნელოვან ნაწილს ამ უნივერსიტეტზე საუბარს უთმობთ და ამას სისტემის წარმატებად წარმოაჩენთ.
ეს არის კერძო უნივერსიტეტი, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტია ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ არც ერთი არ გიხსენებიათ“
კომენტარები