2023 წლის მთავარი სიმბოლო შავი კურდღელია. .
რა უნდა გავაკეთოთ, რომ სწორად აღვნიშნოთ 2023 წელის შემოსვლა.
პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლი ზედმეტი, ძველი ნივთებისაგან გაათავისუფლოთ. კურდღელი მეოჯახე ნიშანია, ამიტომაც უყვარს, როცა სახლში სიმყუდროვე და ჰარმონიაა. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახალი წლის დღეს დასუფთავება არ დაიწყოთ.
ეს საქმე წინა დღეებში მოაგვარეთ. ჩინური ტრადიციის თანახმად, ახალ წელს დასუფთავება დაუშვებელია, რადგან ეს სიმდიდრისა და იღბლის სახლიდან გატანის სიმბოლოა. ბავშვებმა შესაძლოა, ქაღალდისგან კურდღელი გამოჭრან და სხვადასხვა ადგილზე განათავსონ.
ჯობს, ეს წელი სახლში, ოჯახურ გარემოში აღნიშნოთ. კურდღელს, როგორც აღვნიშნეთ, სახლის გარემო განსაკუთრებულად უყვარს, ამიტომაც თქვენც შეძლებთ, წარმატება მოიზიდოთ. მნიშვნელოვანია, რომ შეძლებისდაგვარად, ამ დღეს მთელი ოჯახი სადღესასწაულო მაგიდასთან შეიკრიბოს.
მოირგეთ წლის მთავარი ფერები და ისე შეხვდით ახალ წელს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი, თეთრი, ცისფერი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი სამოსი. განსაკუთრებით პოპულარულია ბრჭყვიალებიანი და ბუმბულიანი ელემენტები.
ასტროლოგების თქმით, თუ გსურთ, მომდევნო წელი თქვენთვის წარმატებული იყოს, ოთახში, სადაც ახალი წლის შემოსვლას აღნიშნავთ, ბევრი ხის ნივთი უნდა გქონდეთ.
გახსოვდეთ, სუფრაზე კურდღლის ხორცი არ უნდა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლის მთავარ სიმბოლოს გაანაწყენებთ.
კურდღელს განსაკუთრებით გამოყენებადი და საჭირო ნივთების ჩუქება უყვარს. ამიტომაც, თუ საყვარელი ადამიანისათვის საჩუქარს ეძებთ, ამ მიმართულებით იხელმძღვანელეთ.
წყარო: beaumonde.ge
კომენტარები