ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი ენმ-ში თავმჯდომარეობის არჩევნების სასწრაფო წესით ჩატარებას მოითხოვს.
ლევან ბეჟაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:
“პროცესის დაყოვნება, გადადება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება ენმ-ისთვის, ეს პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები.
ამისათვის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, ასევე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა და განისაზღვროს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით. ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება.”
კომენტარები