ნიკა მელიას თანამოაზრეები პეტრე ცისკარიშვილის ბრალდებებს პასუხობენ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე:
“თუ სადმე თავ-პირის მტვრევა იყო, მე მგონი, ყველგან ეპიცენტრში იყო ეს ბიჭი (ნიკა მელია), პარლამენტიდან დაწყებული და სამაჯურის გაკეთებით დამთავრებული. დღეს კობახიძეზე მის შედარება, ნუ არ ვიცი.
,,ნაციონალურ მოძრაობაში” მაინცდამაინც ბევრი ადამიანი არ არის, ვისთანაც მე პირადად სხვა ურთიერთობა არ მაკავშირებს. როგორ განსხვავებულ, რადიკალურ პოზიციებზე მე და პეტრე არ უნდა ვიდგეთ, არის რაღაცა საკითხები და ხაზები, რომელსაც მე პირადად არასდროს გადავკვეთავ.
ყველაზე კარგად ახლა პეტრემ იცის, აღნიშნულ პროცესში მერაბიშვილი არის ჩართული, კეზერაშვილი, თუ ახალაია. არის ჩართული? უნდა გამოვიდეს წინა მხარეს, რომ არავის ეგონოს, რომ კაცი თურმე არაფერში არ ერევა და თურმე, ერევა.”
კომენტარები