eurones აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის ჯგუფის ახალ კვლევაზე წერს, რომლის მიხედვითაც, პანდემიამ სერიოზულად იმოქმედა მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მკვლევრებმა პანდემიამდე გადაღებული 81 მოზარდის MRI კვლევის შედეგი შეადარეს პანდემიის პერიოდში გადაღებულ 82 მოზარდის MRI კვლევის შედეგს და მათ შორის დიდი განსხვავებები აღმოჩნდა, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ პანდემიის პერიოდში გამოკვლეულ მოზარდებს მძიმე შინაგანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, მათი ტვინი ნაადრევად დაბერდა.
“ჩაკეტვის შემდეგ ბავშვებს ჰქონდათ დეპრესიის, შფოთვის და სევდის უფრო მაღალი მაჩვენებლები”, – თქვა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა.
მკვლევრების აზრით, ამ დრომდე, თავის ტვინში ასეთი დაჩქარებული ცვლილებები ვლინდებოდა მხოლოდ იმ ბავშვებში, რომლებმაც ძალადობა გადაიტანეს.
კომენტარები