4,256
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი, ლევან იოსელიანი, აქვეყნებს სამი ტელევიზიის ლოგოს და წერს:
“
დღეს განათლების მინისტრი იყო მოსული ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში, რომელმაც გვითხრა რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერზე გვაქვს სადარდებელი.

ის რომ ოპოზიციის ფლანგი თითქმის ცარიელი იყო მაგას შევეჩვიე, მაგრამ არცერთმა ოპოზიციურმა არხმა, რომ წესიერად არც კი გააშუქეთ ნამდვილად მოულოდნელი იყო. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ საღამოს გადაცემებში გაგეშალათ ეს თემა და იმაზე გესაუბრათ ერთი საღამო რაც მთელს მოსახლეობას ადარდებს. დღეს უბრალოდ სრული იგნორირება გაუკეთეთ ამ ამბავს და ეს ნორმალურია?

ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თქვენი შვილების მომავალი თქვენ თუ არ გადარდებთ სხვასთან ნუ გაქვთ პრეტენზია, იმ ხალხს მაინც ეცით პატივი ვისთვისაც პოლიტიკური დღის წესრიგის გარდა, სხვა რამეა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მაგალითად უხარისხო განათლების სისტემა, რაშიც უამრავი ფულის გადახდა უწევთ.”
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ისიც ბრძანა, რომ განათლების სისტემასთან დაკავშირებით რიგ საკითხებს,
“რაც პარლამენტში შევიდა მის მერე აყენებს და შედეგს ვერ მიაღწია”. და ცნობისთვის, სწორედ, საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ პარლამენტში შესვლით, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდა ხელისუფლებას.
კომენტარები