აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ნინო ლომჯარიას, რომელმაც დღეს მუშაობის 5 წლიანი ანგარიში წარადგინა, მიმართა და უთხრა:
“თქვენ ქართველი ხალხის ნამდვილი ჩემპიონი იყავით”
ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენიმე დღეში ეწურება. პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს.
დიპლომატიური კორპუსი იმედს გამოთქვამს, რომ ომბუდსმენის აპარატი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და მომავალი სახალხო დამცველიც ისევე დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესებს, როგორც ამას ნინო ლომჯარია აკეთებდა.
კომენტარები