პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:
“ახლაა ატეხილი ამბავი ერთ-ერთი ოპოზიციონერის მეუღლესთან დაკავშირებით, რომელიც ქმრის პოზიციების მიუხედავად დღემდე ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმყოფებოდა უპრობლემოდ.
აბა მე რა უნდა ვთქვა, 22 წელი გადის რაც ეს ნათესავების გენოციდი ჩემს თავს უწყვეტად ხდება, მაგრამ ხმა არავის ამოუღია თითქოს მე ჯანდაბას და ყველა ჩემი ახლობელი გვემისთვის იყოს დაბადებული. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დააწიოკეს ყველა ახლობელი ვისაც რაიმე სამსახური ქონდა ან გადაიბირეს ან გაანთავისუფლეს.
ახლა ოჯახზე – მეუღლე არსად არ მიიღეს დღემდე, ქალიშვილი მიუხედავად მართლაც უდიდესი ნიჭისა ასევე ვეტო დადებულია ამ წუთამდე და სადაც შეავსო განაცხადი ყველგან უარი მიიღო აღარაფერს ვამბობ ბექაზე. რომელიც უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული. ჩემი ახლახან გარდაცვლილი და ადეიშვილმა სამსახურიდან გამოუშვა ხოლო ივანიშვილმა იმ ბინიდან გამოასახლა სადაც ამ გველგესლა ქოცების ოფისია დღეს. ამას ნიშნავს საქართველოში ოპოზიციონერობა და ვინც ამის შემდეგ იტყვის,რომ ოპოზიციონერობა ჩემთვის პირადად თურმე სასიამოვნო და მით უფრო კეთილდღეობის საშოვნელი ადგილია მათ დედიკოებს მოვიკითავ დიდი პატივისცემით იმ ქვეყანასა და ასევე ამ ქვეყანაში.”
კომენტარები