ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი:
„წარმოუდგენელია, მშვიდად უყურო მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ჩემთვის მძიმე მოსასმენია გიული ალასანიას სიტყვები მისი შვილის ავადმყოფობის შესახებ.
რაღაც შეთანხმებამდე ხონ უნდა მივიდეთ, ნაბიჯები ხომ უნდა გადავდგათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს?
მესამე პრეზიდენტია, წლების მანძილზე ქვეყნის სახე იყო და მიუხედავად მისი ზოგიერთი არასწორი გადაწყვეტილებისა, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობაში.“
კომენტარები