ეკონომისტი ირაკლი ლატარია:
„დიანა ტრაპაიძე ეკითხება რესპოდენტს, რა ვნება აქვს ივანიშვილს ასეთი, რომ სააკაშვილი უნდა ჰყავდეს პატიმრობაშიო?
ქალბატონო დიანა:
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები (სადაც სააკაშვილი და მთელი მისი გუნდი ცნობილია როგორც სისტემური დანაშაულის შემოქმედნი), ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდები, ციხეში ნაწამები პატიმრები, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ათიათასობით საქართველოს მოქალაქე, ათობით მილიონი ლარის (მკერდით ჩატარებული მასაჟები, ქალებზე ნაჩუქარი ოქროულობები, სტილისტების ამერიკიდან ჩამოყვანა, ბოტოქსების გაკეთება და ა.შ) მითვისება, ტელეკომპანიების დარბევა (მათ შორის პირადად თქვენი მიწაზე დანარცხება), ბიზნესის აწიოკება და ჩამორთმევა, რუსებზე ტერიტორიების გადაცემა, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის დათმობა, საქართველოს საზღვარზე არაჟნებში ჩამალული შემოპარვა, ქვეყნის აწიოკების მცდელობა, ასობით ადამიანის მიტინგზე ჩალეწვა, ჯიხურებზე ბიჭების მოკვლა, ორი გვამის მოთხოვნა, ათასობით ნაწამები ადამიანის ვიდეო ჩანაწერების შენახვა, პირადი ცხოვრების გასაჯაროება, ქართველობაზე უარის თქმა და კიდევ უამრავი უმძიმესი დანაშაული –
ესენია ივანიშვილის ვნება?
მიპასუხეთ, ამ ყველაფრის შემოქმედი და ავტორი სად უნდა იყოს? გთხოვთ, მიპასუხეთ, საზოგადოებას აინტერესებს – სააკაშვილს არ ეკუთვნის ციხე და თანაც ძალიან, ძალიან დიდი ხნით?
და ამ ყველაფრის შემდეგ, ჯარისა და ომის ფულით გამდიდრებული კეზერაშვილით ,,ბლატაობთ”? ეს არის თქვენი ობიექტურობა?
მართლა და მართლა ცოტათი დამშვიდდით, სანამ ხალხი ჭკუიდან გადავიდა…“
კომენტარები