საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, ჯერ კიდევ 1 თვის წინ, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
“უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში – გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, – კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში – მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით.
კომენტარები