სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ჯანყარაშვილი:
“დღეს, ,,ხალხის ძალის” უფრო ზუსტად კოლექტიური სუბარების ძალის, განცხადება წავიკითხე, სადაც ამბობენ, რომ თურმე სიმართლით აღჭურვილ ხალხს აქვს ძალა და შესაძლებლობა შეცვალოს არსებული პოლიტიკური მოცემულობა და გადატეხონ აგენტოკრატია.
რა თქმა უნდა არ შემიძლია არ დავეთანხმო ამ განცხადებას, თუმცა არა იმ ხალხს, ვისთვისაც რატომღაც აგენტოკრატიამ მხოლოდ 2022 – წელს იჩინა თავი.
საქართველოში, რომ დღეს აგენტოკრატიასთან ერთად დასავლეთის მონურ მორჩილებას ვხედავთ ამაზე საუბარს წლები შეალია ჩვენს მსგავსმა ჟურნალისტებმა თუ პოლიტიკურმა ფიგურებმა.
აი მაშინ სად იყვნენ ,,კოლექტიური სუბარები ” ბუჩქებში იმალებოდნენ და ქართული ოცნების იმ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ გაჩუმებულიყვნენ, რომლებიც ღიად და საჯაროდ ამხელდნენ აგენტებსაც და თავის ევროსკეპტიციზმსაც არ მალავდნენ.
ამგვარ უტიფრობასაც თავისი საზღვარი აქვს.”
კომენტარები