როგორც reuterss-ი იტყობინება, ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ის საქმიანობას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიება სწავლობს.
კომპანიის ოცმა ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მასკი მათზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც, ცხოველებზე ცდების ჩატარებისას, სიჩქარეში შეცდომებს უშვებენ. შედეგად კი მტანჯველი სიკვდილით ბევრი ცხოველი იღუპება.
2018 წლიდან მოყოლებული, Neuralink-ის ცდებს დაახლოებით, 1500 ცხოველი შეეწირა, მათ შორის ცხვრები, ღორები და მაიმუნები. რამდენიმე თანამშრომელმა გამოცემას უთხრა, რომ მასკი მათ ეუბნებოდათ, წარმოედგინათ, რომ “თავებზე ბომბები ჰქონდათ დამაგრებული, რათა უფრო სწრაფად ემუშავათ.”
“საკმარისად სწრაფად არ ვმოძრაობთ. მაგიჟებს ეს“, – მისწერა მან თანამშრომლებს, მედიის ცნობით.
Neuralink-ი მასკმა რამდენიმე მეცნიერსა და ინჟინერთან ერთად 2016 წელს დააარსა, რათა შეექმნათ ტვინში ჩასამონტაჟებელი ჩიპები, რომელთა საშუალებითაც კომპიუტერი ტვინის სიგნალებს წაიკითხავდა.
წინა კვირას, მილიარდერმა განაცხადა, რომ კომპანია ადამიანებზე ცდებს მომავალი წლიდან დაიწყებს და რომ საკუთარ თავზეც აპირებს ჩიპის გამოცდას.
წლის დასაწყისში, ცხოველების უფლებების დაცვის ჯგუფმა კომპანიის მკვლევრები დაადანაშაულა, რომ მაიმუნებს, ტვინის იმპლანტის ტესტირებისას, “უკიდურეს ტანჯვაში“ ამყოფებდნენ.
კომენტარები