სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს:
„ვუსამძიმრებ საქართველოს რაშისტებთან 30 წლიან ომში 6 ვაჟკაცის გმირულად დაღუპვის გამო. მწამს, რომ მათი მსხვერპლი შედეგს გამოიღებს, უკრაინა გაიმარჯვებს, ტერორისტები დამარცხდებიან და საქართველოც მოიპოვებს თავისუფლებას.
ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ ტყვეობიდან, თქვენც გისურვებთ მალე გათავისუფლებას. ახლა ციხეში და გარეთ ყოფნას ერთი ფასი აქვს, რადგან თავისუფლება გარეთ პირობითია, რომელიც შეუმჩნევლად დავკარგეთ და შევეგუეთ.
7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო”პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ რაიმე ფორმით კანონის დარღვევას. ბუნებრივია, ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს.
ჩემი სამაგალითოდ დასჯა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინათ საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ მიუხედავად წინასწარ დაწერილი განაჩენისა.
ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ სისხლიანი ცხრა წლის ხსენებით ახერხებენ მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დროინდელი ყველა ბინძური ზონდერი, ჩამდები და გამყალბებელი ოცნებაში გადაბარგდა, რაც კარგად ეხერხებათ ისევ იმას აკეთებენ, ახლა ლურჯად შეიღებნენ. შევხვდებით მალე, ვნახოთ რა გამოვა.
სოსო გოგაშვილი,
306-ე საკანი.“
კომენტარები