“ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებაზე:
„მაგას ევა ჰყავს?! ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ საბედნიეროდ კინზინგერი არ წარმოადგენს აშშ-ს, მეორე, შეერთებულ შტატებს ვინც წარმოადგენს, სახელმწიფო მდივანი, თეთრი სახლის პრესსპიკერი, მათ გააკეთეს განცხადებები და ბატონმა კინზინგერმა ჯერ წაიკითხოს საკუთარი ქვეყნის ლიდერების განცხადებები, რუსეთთან მიმართებაში, და მერე მოიკითხოს საქართველოს პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. […] ბატონი კინზინგერი არ უნდა სვამდეს კითხვას, მითუმეტეს ისეთი ქვეყნის წინაშე, რომლის 20%-იც არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ბატონი ბორელის განცხადებით, უკრაინის შემდგომ ნომერ პირველი საფრთხე რურუსეთის ფედერაციიდან არის საქართველოზე”.
კომენტარები