ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი:
„ახლა ვზივარ საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც შევიტყვე, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ 2 შეხვედრა გამართა ნაციონალურ მოძრაობასთან, ლელოსთან და სტრატეგია აღმაშენებელთან. ასევე, გვამცნეს რომ ამ შეხვედრებმა ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა და ზემოთ დასახლებული პარტიების რეკომენდაციებს ითვალისწინებენ კიდეც, რასაც მივესალმები, მაგრამ, აქვე კითხვა მიჩნდება მათთან, კოლეგებო ბოიკოტს ვის უცხადებთ? ჩვენ, გირჩს და პარტია საქართველოსთვის? თუ ტექნიკურ აპარატს? სამუშაო ჯგუფების დემონიზირების ისტორიას ასეთი “ჰეფი ენდი” თუ ექნებოდა რას ვიფიქრებდი“
კომენტარები