კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ კორონავირუსი შესაძლებელია „რეაქტივირდეს“ განკურნებულ პაციენტებში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა 51 პაციენტის შემთხვევაში გამოვლინდა. პაციენტებს, რომლებიც უკვე განიკურნნენ ვირუსისგან, საავადმყოფოდან გაწერიდან მოკლე პერიოდში ხელახლა დაუდასტურდათ COVID-19.
COVID-19 ხელახლა გამოუვილინდათ ისეთ პაციენტებს, ვისაც ვირუსზე 24-საათიანი ინტერვალით ორმაგი ტესტირება ჩაუტარდათ, ხოლო ტესტმა ორივე შემთხვევაში ნეგატიური პასუხი აჩვენა.
როგორც კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოებმა ასეთი შემთხვევები მეტი ყურადღებით უნდა შეისწავლონ, რათა უფრო ნათელი წამოდგენა შეგვექმნას ვირუსთან დაკავშირებით.
გამოჯანმრთელებული პაციენტების ხელახალი ინფიცირების შიში ასევე იზრდება ჩინეთში, სადაც პირველად ვირუსი გასული წლის დეკემბერში გაჩნდა. ხელახალი ინფიცირების მიზეზებს ვერც ჩინეთში ხსნიან და ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ნაკლებად ზუსტ ტესტებს იყენებენ.
BM.GE
კომენტარები