2022 წლის 7 დეკემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობამ (ICC Georgia) გამართა გენერალური ასამბლეა, სადაც გაერთიანების თავმჯდომარედ ახალი ვადით ბიზნესმენი ფადი ასლი აირჩიეს.
გარდა ამისა, აირჩიეს, ბიზნესგაერთიანების აღმასრულებელი საბჭოს 9 წევრიც:
მარიკა აბუაშვილი – საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია;
ფადი ასლი – Channel Georgia Group;
ზაზა ბიბილაშვილი – BGI Legal;
ირინა ქიტიაშვილი – დიპლომატ საქართველო;
იციკ მოშე – ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატა;
კახა შარაბიძე – ბიზნეს იურიდიული ბიურო (BLB);
გიორგი სხულუხია – დეიზი;
მარიამ თევზაძე – TBL Consulting;
ლევან ვარდუაშვილი – GM Pharmaceuticals.
“ჩვენ მივესალმებით ახლადარჩეულ საბჭოს წევრებს და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს საბჭოში ახალ სისხლს ვიხილავთ, ICC რჩება ყველაზე დამოუკიდებელ და პრინციპულ ბიზნეს ორგანიზაციად საქართველოში”, – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.
კომენტარები