ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი:
1) უძრავი ქონების ბაზარი – (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).
2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე გათვლილი საცხოვრებელი ფართების გაქირავება).
3) მსხვილი სარესტორნო ბიზნესი.
4) საგანმანათლებლო ბიზნესი (ტრენინგ ცენტრები, გარკვეულწილად კერძო უნივერსიტეტები და სკოლები).
5) საფინანსო სექტორი – პირველ დარტყმას მიიღებს ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხოლო შემდგომი ტალღა იქნება კომერციული ბანკებისკენ.
6) სადაზღვევო ბიზნესი
7) ე.წ. Luxury თემასთან დაკავშირებული ბიზნესი (მომსახურება და სხვა).
საერთაშორისო ინვესტიციებთან დაკავშირებით კი თუ გადავხედავთ რომ ბოლო 2 წლის მანძილზე მსოფლიო აქცენტს აკეთებს ნაღდ ფულზე და ორიენტირებულია რომ საინვესტიციო არეალი იყოს მაქსიმალურად შემცირებული ამ კუთხით ინვესტიციების შემოდინებას არ უნდა ველოდოთ არა იმიტომ რომ მართო ჩვენთან არ შემოვა არამედ უბრალოდ საერთაშორისო ინვესტიციების გადადინების ეპოქა ნელა ნელა სრულდება.
პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ეტაპობრივად მხოლოდ წვრილი და ისიც ყოველდღიურობასთან დაკავშირებული აუცილებელი საქმიანობა იქნება აქტუალური როგორიც არის: სოფლის მეურნეობა, საკვები პროდუქტის წარმოება, წვრილი მაგრამ იაფი კვების ობიექტები.
როგორც ფინანსისტი შემიძლია ვთქვა რომ დღეს მსოფლიო და განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები შედის ახალ ათწლეულში სადაც იმუშავებს ის რაც იაფია და რაც აუცილებელია არსებობისთვის…
მეორეს მხრივ კი ეს იქნება ათწლეული რომელიც გვაჩვენებს გადახდისუუნარი მოსახლეობის ჭარბ მასას…
შემდგომი ათწლეულს კი გვაჩვენებს ამ ათწლეულში შექმნილი მატერიალური დოვლათი…“-წერს ბერძენაძე.
კომენტარები