ზაირა მიქატაძე:
“ბაბუსთან, ყველა! – ყვირის “ქართველი პარტიზანების” მეთაური, დავით ქუქჩიშვილი. “ბაბუ”, იგივე დავით კაპანაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, თავადაც აფხაზეთიდან… სამი დღის განმავლობაში სიტყვა ვერ ვათქმევინე საკუთარ თავზე… მერე საქმემ თქვა ყველაფერი… მესამე დღეს მძიმედ დაიჭრა ხერსონის გათავისუფლების ბრძოლაში… დღეს ისევ ფრონტის ხაზზეა. ისევ ჩუმად არის, ისევ უხმაუროდ იბრძვის… იბრძვის მრავალგზის ნაჭრილობევი სხეულით. უძლებს ქარს, წვიმას, თოვლს, ტალახს, ყინვას… იბრძვის ბრძოლის ველზე ჩარჩენილი თანამებრძოლების გამოსაყვანად… იბრძვის იმ მტრის წინააღმდეგ, რომელმაც სამშობლო წაართვა აფხაზეთში.
“ბაბუ”, იგივე დავით კაპანაძე. იცნობდეთ ცოცხალ გმირებს.”
კომენტარები