ჟურნალისტი, ფილოლოგი ლელა კურდღელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“9 აპრილთან დაკავშირებით რაც ახლა მახსენდება – კომენდანტის საათია. პირველად ეგ სიტყვა მაშინ გავიგე.
გამთენიის ტრაგედიის შემდეგ საღამოს უკვე გამოაცხადეს და საბჭოთა ტანკებით გაიტენა ქუჩები. იმავე ღამით 25 წლის გია ქარსელაძე ემსხვერპლა საბჭოთა კომენდანტის საათს – დაუმორჩილებლობისათვის ესროლეს და მოკლეს.
სხვა მხრივ, ის იყო, რომ კომენდანტის რეჟიმის დარღვევისათვის “დინამოს” სტადიონზე მიყავდათ დამრღვევები და დილით უშვებდნენ სახლებში.
ქუჩებში ტანკები მაშინ პირველად ვნახე. ზედ მშიერი სალდათები ისხდნენ და ხამად ათვალიერებდნენ ყველაფერს. ხანდახან ბებიები, ამ ლაწირაკი ბიჭების დანახვაზე ომში დაკარგული ძმები და მამები რომ ახსენდებოდათ, ჩუმად სახლის კერძებსაც უზიდავდნენ იმ სალდათებს. – ეგრეც ხდებოდა ხოლმე.”
კომენტარები