“ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:
„რაც შეეხება გენერატორებს, საზოგადოების წინაშე წარმოადგენენ ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. “დვიჟოკებს”. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რა გახდა „დვიჟოკების“ გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს “დვიჟოკებს”. ამ დროს, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად, მადრიდის „რეალმა“, რომელიც არის რამდენიმემილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას. ხალხს გაეცინა ამაზე, ეგონათ, რომ 20 „დვიჟოკი“ გადასცა. სინამდვილეში, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არის.
ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, სადმე სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავგზავნოთ უკრაინაში.
ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჩვენ ხომ არანაირი არც პრობლემა გვქონდა. პირიქით, ძალიან ხელგაშლილები ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ ატყუებს, რომ უკრაინა გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას ამ ქვეყანაში“
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ შეუძლია ქვეყანას, დაეხმაროს უკრაინას და თუ ასეთი ხელგაშლილები ვართ უკრაინის მიმართ, რატომ არ იყიდა ქვეყანამ იმ გამოყოფილი თანხით, რომლითაც ასე ხელგაშლილად ვეხმარებით უკრაინას, სწორედ ის, რაც გვთხოვა უკრაინის ელჩმა, ერთი თვის წინ – მაღალი სიმძლავრის გენერატორები.
“ერთ ოქრო ქართველს 100 000$-ის გენერატორები დაუკვეთია” – მაქარაშვილი
კომენტარები