ედო ჯავახიძე:
“ან ყარაულობა/ჯარი, ან აშშ-ში სწავლაო – ხულოს მერიამ.
დღეს 2000 ლარის გადახდა მომიწია იმაში, რომ სახელმწიფოს ”სამხედრო სავალდებულო სამსახურის” ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში არ ვემუშავებინე ყარაულად.
ამ ზაფხულს მოვიპოვე სასწავლო ვიზიტის საგზური აშშ-ი, მაგრამ ხულოს მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის კომისია, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ექვემდებარება, მზად აღმოჩნდა, ეს მოპოვებული შესაძლებლობა ხელიდან წაერთვა ჩემთვის, 2000 ლარის გადახდის საშუალება რომ არ მქონოდა.
თუ მკითხავთ, მაგისტრატურაზე რატომ არ ჩააბარეო, გიპასუხებთ, რომ მთლიანად ინგლისურ ენასა და ლიტერატურაზე ვარ კონცენტრირებული, რათა სწავლის დროს შტატებში ენობრივი ბარიერი არ მქონდეს, მაგრამ სახელმწიფოს ეგ არ აღელვებს, სახელმწიფოს უნდა, რომ გაყარაულოს. თუ “ჭკუით იქნები” ან ვინმეს ნათესავი, ან ახლობელი, შეიძლება გადარჩე, მაგრამ თუ კრიტიკული ხარ, ხალხის პრობლემებზე ღიად საუბრობ, აუცილებლად გამოგიძახებენ, არავის გამოეპარები.”
კომენტარები