“ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში წერს:
“დედაჩემი საოპერაციო მედდა იყო (ასე ეძახდნენ მაშინ) და პირბადეებს, ოპერაციის წინ სახლში კერავდა და მეც ვეხმარებოდი, დაახლოებით ასეთს, ჩვენებმა ახლა რომ შეკერეს. რამდენიმე დღის წინ სახლშიც შევკერე, ერთი ბინტიდან 4 ცალი გამომივიდა.
სიმართლე გითხრათ ვიზუალი ნაკლებად მაინტერესებს, კარგად იცავს, ვიცი. 50 თეთრიც ჯანდაბას ქართულ პროდუქციაში, თუ მასში დამატებით არ ჩაიდებოდა ფული. რამდენადაც შეიძლება, გარეცხოთ, გავაუთოვოთ და ისევ გამოვიყენოთ.
მაგრამ ბიუჯეტიდან მოხდა სუბსიდირება, ამდენად სწორედ ეს თანხაა საინტერესო. რამდენი დაუჯდა, დამატებით ეს ჩვენს ბიუჯეტს, ანუ რამდენს ვიხდით 50 თეთრის ზემოთ, რეალურად რა გვიჯდება ნიღაბი.
ზოგან 1, 15 თეთრი წავიკითხე, ზოგან 1, 50. თუ მართლა ასეა, გამოდის, რომ ბინტის საშუალოდ ექვსი ფენა მინიმუმ 1,65 ლარი გვიჯდება?! ნამეტანი ძვირი გამოდის….
ანუ, ვინ ჩაიდო ნამატი ჯიბეში? ვინ მდიდრება ამ გაჭირვებისას? ესაა საინტერესო, თორემ ნებისმიერ ქართულს მივესალმები.”
კომენტარები