სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:
“საქართველოს მოქალაქისათვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი ნამდვილად არის სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში შესვლა. ოღონდ აქ ერთი დათქმაა, რაც ამ იდეის გამჟღერებლებმა ყურადღების მიღმა დატოვეს. საქართველოს მოქალაქეთა (გარდა მათი, ვისაც იმავდროულად იმ შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს) სხვა ქვეყნის ამ სტრუქტურებში შესვლა უნდა იყოს საქართველოს შესაბამისი ორგანების ნებართვის გარეშე. ანუ, ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. ამ პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესაბამისად, საქართველოს დღევანდელ მთავრობას (ამ ომში დეკლარირებულად უკრაინას რომ უჭერს მხარს), შეუძლია უკრაინაში მეომრებს არა მოქალაქეობის დაკარგვით დაემუქროს, არამედ მისცეს შესაბამისი თანხმობა.
გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებას საბედნიეროდ არა გუშინ მოსაუბრე დეპუტატები, არამედ საქართველოს პრეზიდენტი იღებს. ვეჭვობ, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქართულ ოცნებას მისი სურვილის საპირისპიროდ ნამდვილად გაუპრეზიდენტდა, საქართველოს მთავრობას ამ სტრატეგიულ ავანტიურაში შეჰყვეს.”
კომენტარებში ლევან ალაფიშვილი აქვეყნებს:
კომენტარები