სტამბოლში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში დღეს დააბრუნებენ. მას კორონავირუსი სტამბოლში დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
მოქალაქეს სტამბოლიდან რეანიმობილით გამოამგზავრებენ და საქართველოში შესაბამის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.
საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნებას.
კომენტარები