მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია “ტვ პირველთან”, ამბობს:
“ბევრი ადამიანი, ვინც იყო მის გვერდზე, დასაქმდა რაღაც სხვა საქმიანობით, შეიძლება პოლიტიკა აღარ აინტერესებს, შეძილება რაღაცას აკეთებენ უფრო მნიშვნელოვანს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, დიდი ეჭვი, ეს არის კონიუქტურული მოსაზრებებით გამოწვეული. ხალხი წერს, ლუსტრაცია მოხდა, კი, მოხდა, ეს ლუსტრაცია ჩვენ არც არაფერში გვნებს და არც გვარგებს, რასაკვირველია, ვიღაცამ უმტყუნა, მაგრამ რა? რა მნიშვნელობა აქვს ამას დიდი სურათისთვის? ვიღაცამ ალბათ უმტყუნა, ვიღაცა, ალბათ გვერდზე გავიდა, ის ხალხი უფრო საინტერესოა, დროებითი ხალხი, თანამგზავრები, ვინც მიტმასნებულია, იმიტომ რომ ისინი მრავალრიცხოვანია. ჩვენ ვეძებთ პატარა ნემსს თივის ზვინში, ის ერთი, ვინ უმტყუნა, ვინ უთხრა ჩამოდიო, ვინ რაღაცა, რა მნიშვნელობა აქვს? რა ქნეს, როგორ ქნეს, ეს მაგათ სინდისზეა.
აი, ეს დროებითი თანამგზავრები ეს უკვე მოვლენაა, ესენი ცალკე შესწავლას იმსახურებენ და ალბათ, უნდა შევისწავლოთ. ესენი არ არიან ერთი და ორი და სამი კაცი, ეს არის რამოდენიმე თაობის წარმომადგენლები, ისინი, ვინც მასთან ერთად დაიწყეს, ისინი, ვინც შემდგომში იბრძოდნენ მასთან ერთად, 16–ში, 20–ში და ისინი, ვინც ახლა ბოლოში დარჩა, ახლა, როდესაც სიტუაცია სრულიად გამოიცვა და იგი არის მსჯავრდებული.”
კომენტარები