ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მდივანი კობა ნაყოფია უარყოფს მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მან საქართველოში ჩამოსვლამდე ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და განაცხადა:
“მე მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, დაინტერესდეს ამით, ეს მათივე ინტერესებშია და ხელეწიფებათ რომ ეს გააკეთონ სახელმწიფო დონეზე, გამოითხოვონ კლინიკიდან, თუ ასეთ კლინიკა არსებობს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, ეს არის მორიგი ტყუილი და ფეიკი, მე მოვუწოდებ რომ გაასაჯაროონ და დადონ ეს დოკუმენტები.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ოპერაციას, ბოლო ოპერაცია მიხეილ სააკაშვილის განხორციელდა დაახლოებით 6 წლის წინ. რანაირი დოკუმენტიც არ უნდა არსებობდეს, ეს დოკუმენტი არ არის 2021 წლის, ეს იქნება მინიმუმ 5-6 წლის წინანდელი, რაც არ დამალულა…მიზანი არის ძალიან მარტივი, გადაფარონ მისი წამების ფაქტები, გადაფარონ მოწამვლის ფაქტები და გადააბრალონ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა რაღაც ჰიპოთეტური ოპერაციის გამო, რაც არის ტყუილი.”
კომენტარები