ჟურნალისტი, მალხაზ რეხვიაშვილი:
“ანაკლიის პორტს ავაშენებთო, პრემიერმა. სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელიო.
არ მინდა ამ განცხადების შეფასება, ამაზე ცალკე შეიძლება უამრავი მიმართულებით კრიტიკა, მე სხვა კითხვა მაქვს:
მეტრო გოცირიძეს რომ დაამთავრებთ, მერე დაიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, თუ პარალელურ რეჟიმში აპირებთ?
და თუ პარალელურ რეჟიმში აპირებთ ორივე გრანდიოზული პროექტის განხორციელებას, ბათუმის ხელოვნურ კუნძულს რა ბედი ეწევა? გვყავს იმდენი მუშა ხელი, რომ ამდენ პროექტს ეყოს? მოგეხსენებათ, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა და თავისუფალი ხალხი გვეყოფა?”
კომენტარები