თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სემესტრში 400 სტუდენტის სწავლას დააფინანსებს, – ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიის გათვალისწინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის გარკვეული საშეღავათო პირობები შემოიღო. კერძოდ, თსუ-ის შიდა სტიპენდიისთვის მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
„სემესტრში ეს არის დაახლოებით 400 სტიპენდია, რომელიც გაიცემა სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, კიდევ მილიონი ლარია გამოყოფილი ჩვენს წლევანდელ ბიუჯეთში და ამ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც ყველანი აღმოვჩნდით, გათვალისწინებული გვაქვს და წარჩინებულ სტუდენტებს კიდევ შიდა სტიპენდიები დაენიშნებათ. კიდევ ერთი თანხა, რომელიც აკუმულირებულია ბიუჯეტში, ეს არის სტუდენტური პროექტებისთვის გამიზნული თანხები და სტუდენტებს შეუძლიათ, საგრანტო განაცხადი გააკეთონ. მიიღონ დაფინანსება, აწარმოონ კვლევა ან გააკეთონ სხვა რამ, რაც მათ სწავლასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა შარვაძემ.
მისივე თქმით, უნივერსიტეტი სტუდენტებს გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს შესთავაზებს. „მაქსიმალურად შევეცდებით მოვერგოთ სიტუაციას და ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, რათა სწავლის საფასური შეღავათიან პირობებში გადაიხადონ“, – დასძინა შარვაძემ.
კორონავირუსის პანდემიით გმოწვეული პრობლემების გამო უნივერსიტეტში სწავლა შეწყვეტილია და პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. თსუ-ს სწავლის პროცესი 16 მარტს უნდა განეახლებინა.
კომენტარები