,,ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის ბრალდებას, რომელიც მთავრობის მეთაურმა დღეს გააჟღერა, პასუხობს და ამბობს:
ძალიან ეშინიათ ხელისუფლებას ანაკლიის თემაზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების. რადგან ცხადია, ეს არ არის მურუსიძის სასამართლო. თან საზოგადოება გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, როგორ დააყაჩაღა ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილმა, როცა ჩაშალა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება.
უკვე 3 წელიწადი გავიდა, მგონი და ,,ქართულ ოცნებას” ჰქონდა დრო და ამ დღეში არც ერთი აგური არ მინახავს დადებული იმისთვის, რომ ეს პორტი აშენებულიყო. ამიტომ ეს არის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი, რომელიც ერთის მხრივ, ისახავს პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმას მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ცალსახად გამოაცხადეს, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან პოლიტიკური დევნისა და შევიწროების ობიექტები.
მეორეს მხრივ, ეს არის პროპაგანდისტული გზავნილი იმაზე პასუხად, რომ ანაკლიის პორტის ეს განუხორციელებელი პროექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც დასავლეთს აწუხებს.
კომენტარები