ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 მძიმე პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ერთი არასრულწლოვანია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მონაცემები გაიზარდა. ახლა არის 227 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელებულია 52 უკვე. აქედან ჩვენი პაციენტია 38, გუშინ დაგვემატა 1 გამოჯანმრთელებული. გუშინ გაკეთდა 14 ტესტი და ყველა პასუხი უარყოფითია, მათ შორის ის პირები არიან, რომლებიც ელოდებიან გამოჯანმრთელებას. ჩვენთან შემოყვანილი სატვირთო მანქანის მძღოლები, ორი პაციენტი, სომხეთიდან გადმოიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა მძიმე. თქვენ იცით, რომ 7 მძიმე პაციენტზე ვსაუბრობთ, აქედან 2 განსაკუთრებით მძიმე იყო. აი, ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მძიმე უკვე აღარ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები