ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, განაცხადა:
“დღეს სიმსივნესთან ბრძოლაში სწორედაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზუსტად სკრინინგს, პრევენციას. ამ პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, რათა ადამიანები დროულად იყვნენ ინფორმირებული სიმსივნური დაავადებების შესახებ. ამის შედეგად კი მნიშვნელოვნად შემცირდება დანახარჯები სიმსივნით დაავადებულთა ჯანმრთელობის მკურნალობაზე. დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ყველა ქვეყანა მაქსიმალურად არის ჩართული, რათა ამ დაავადებების გამოვლინება პირველ სტადიაზევე მოხდეს, რადგან თუ დროულად მოხდება სიმსივნური დაავადების გამოვლენა, ეს იმას ნიშნავს, რომ კიბო იქნება დამარცხებადი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი სიმსივნური დაავადებების სკრინინგი, გამოვლენა არის ძალიან დაბალ დონეზე.”
კომენტარები