“მთავრობა ფულს გვპარავს პირბადეებში, რომლებიც 20 თეთრი უჯდებათ და 50 თეთრად ვყიდულობთ”, – ამ სიტყვებით შეაფასა ნიკა გვარამიამ საქართველოში დამზადებული პირბადეები, რომელთა გაყიდვაც სააფთიაქო ქსელებში უკვე დაიწყო.
ცნობისთვის, საწყის ეტაპზე, 400 000 ერთეული პირბადე გაიყიდება.
დედაქალაქის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმ მუნიციპალიტეტების მომარაგება, სადაც საგანგებო მდგომარეობის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით სრულდება.
10 აპრილიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხ მსხვილ სააფთიაქო ქსელში (ავერსი, პსპე, ფარმადეპო, ჯიპისი) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის ფასი კი, 50 თეთრია.
კომენტარები