გაუპატიურება, გამოძალვა და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვება/ გავრცელება – მაღალმთიან აჭარაში 2 პირი დააკავეს.
რუსთავი2–ის ინფორმაციით, 25 წლამდე მამაკაცებმა თანასოფლელ ქალთან სექსუალური კავშირის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა გადაიღეს, შემდეგ კი გავრცელება დაიწყეს. ადგილი ჰქონდა შანტაჟს და მუქარასაც.
თანასოფლელები აცხადებენ, რომ დაზარალებული ქალი სახლიდან წავიდა, ის აცხადებდა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს.
შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში მოხდა.
კომენტარები