ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
ენმ-ს თავმჯდომარეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 18 საათზე ამოიწურა. დარეგისტრირებულია 4 კანდიდატი – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს მომავალი წლის 28-29 იანვარს აირჩევენ, არჩევნები ბლოქჩეინ სისტემით ჩატარდება.
ნიკა მელიას პოლიტსაბჭოს 39 წევრის რეკომენდაცია აქვს, ლევან ხაბეიშვილს და ნონა მამულაშვილს 3-3 წევრის, ხოლო გიორგი მუმლაძეს პოლიტსაბჭოს 5 წევრის რეკომენდაცია აქვს.
კომენტარები