გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
“ბიძინამ გააცნობიერა, რომ მიშა მართლა ავადაა/პრობლემაა, ბიძინა უფრო მეტად რაციონალური ცივსისხლიანი ცხოველია, ვიდრე შურისმაძიებელი პოლიტიკოსი, არავითარი წყენის და ბრაზის გამო საკუთარ ფინანსებს საფრთხეში არ ჩააგდებს, მაგ ფინანსებზე დევს მისი სიცოცხლე, აქაც, რუსეთშიც და ევროპაშიც… ამიტომ ახალწლამდე მიშას გაიყვანს საქართველოდან, ჩემ პროგნოზს ის ართულებს რომ ორი ახალი წელი გვაქვს და ზუსტ თარიღს ვერ გეუბნებით… ამ ამბავს აქვს სამი პოზიტიური პერსპექტივა: ადამიანი გადარჩება (იმის მიუხედავად, ვის რა პრეტენზიები გავქვს მის მმართველობასთან); ოცნება კარგავს უმთავრეს კოზირს ,,მიშა მოვა“; მერაბიშვილს, კეზერაშვილს და მთელ ამ სხვის უბედურებაზე (მათ შორის საკუთარ ლიდერზე) ქულების დამწერ პოლიტიკანებს ერთმევათ შანსი, მისი თავისუფლება მიიწერონ, ცხადია დაუმსახურებლად…
(აქ დგას მისი უსაფრთხოების საკითხი საზღვარგარეთ, ან გზაში , რაზეც ალბათ ნაფიქრი აქვთ მის ოჯახს და იმ 2-3 ადამიანს, ვისაც მართლა ედარდება).”
კომენტარები