,,ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნიასთან, ვოთსაფში მიწერილი წერილის ასლს აქვეყნებს:
,,თამარ მოგესალმები. მარიამი ვარ კუკუნაშვილი და გავიგე რა, აწყობილი ინვიტრო სექტორის დანგრევასაც აპირებთ, რათა მაგ სფეროში მომუშავენიც დაიმშნენ, გაღატაკდნენ და გადაიხვეწონ საქართველოდან, გწერთ მაგის თაობაზე, რომ არ გაბედოთ! და თუ საუბარი გინდათ, სისტემის მიერ დაშინებული ექიმებისგან პლენარული ჟანრის წერილებს კი ნუ ითხოვთ, მოდი მე მელაპარაკეთ. ბოლო ბოლო ჰარვარდის ბიზნეს სკოლა გვიღებს მე და ჩემს გუნდა როგორც მაგალითს და როგორც პროფესიონალებს დარგისას და თქვენ ვინა ხართ ასეთები?
როდესაც გაიგეს, რომ მოწერას ვაპირებდი, შემახსენეს კოლეგებმა შენი კეთილგანწყობა დარგისადმი და მთხოვეს, რომ არ გამენაწყენებინე, რაზეც ვუპასუხე, რომ სისტემის მონების კეთილგანწყობა არაფერში მჭირდება. თუმცა ჩემი და შენი ურთიერთობა ამ სისტემის დროს არ დაწყებულა და კარგაც იცი, შენს გონებას და ადამიანობას იმაზე მეტ პატივს ვცემ, ვიდრე რომელიმე სისტემაა. მჯერა რომ ქვეყნისა და ადამიანების სიყვარული შენში არის და სწორედ ამ იმედით გწერ და ამ იმედითვე გემუდარები, რომ განუდგე უინტელექტო დიქტატორებს და როგორც მინიმუმ კაგებეს გეგმის აღსრულებაში ნუ მიიღებ მონაწილეობას და ხალხის კიდევ უფრო გაღატაკებაში.
და თუ არ შეჩერდებით, იცოდეთ რომ მეც არაფერი შემაჩერებს. ადვოკატების, პირადად დაქირავებული ჟურნალისტების (და არა ტვ მონების) პოლიტიკოსების, ხელოვანი ადამიანების გუნდი მიზის სახლში და ჯანდაცვას მოვადგები პირველრიგში იცოდეთ და არნახული სანახობის მოწმეს გაგხდით ჩემი მაღალი კლასის შოუთი. და მერწმუნე ამ შოუს მთელი დედამიწა მიადევნებს თვალს, რადგან ეხლა ჰარვარდი ჩემთანაა, დისქავერი ჩემთანაა, ქალები და ახალგაზრდები ჩემთან არიან და ხელოვანი ხალხიც ჩემთანაა. ასე რომ შეჩერდით, სანამ გვიანი არ არის. თუ არადა თქვენ მე ვერ შემაჩერებთ და მე თქვენი არ მეშინია.”
კომენტარები