ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“ერთი კვირის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო მოვა და იტყვის, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ტექნიკური პრობლემა ვერ აღმოფხვრეს და სააკაშვილს ისევ ვერ ჩართავენ.
მოსამართლე არევაძე იტყვის, რა გაეწყობა, რახან პატიმარს უნდა პროცესზე დასწრება, მაშინ მე მზად ვარ კლინიკაში ჩავატარო პროცესი, ოღონდ ამას მომზადება სჭირდებაო და პროცესს გადადებს მომავალი წლისთვის.
ნაახალწლებზე, სანამ ნაბახუსევი ერი საცივიდან თავს ამოყოფს, არევაძე მივა კლინიკაში და ჩაატარებს პროცესს, ოღონდ “ტექნიკურად, პირდაპირ ეთერში სასამართლო პროცესის ჩვენება შეუძლებელი იქნება.”
ჩვენ კი, აი ასე, პირდაფჩენილი გავაგრძელებთ ამ სადისტური შოუს ყურებას იმის იმედით, რომ ბიძინას მანიაკალურ თავში ოდესმე საღი აზრი გაიმარჯვებს და ამ სადიზმს მორჩება.”
კომენტარები