პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება და იგი კლინიკას რამდენიმე საათაში დატოვებს.
„მინდა სასიხარულო ინფორმაციით დავიწყო. იცით, რომ ჩვენს კლინიკაში კრიტიკული კი არა, ტერმინალური პაციენტი შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდა, ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი. მინდა ქვეყანას ვაუწყო, გამოჯანმრთელებულია. ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა
მისივე თქმით, ამჟამად კლინიკაში 55 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 52 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 4 829 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 410 მოქალაქე რჩება.
კომენტარები