აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზრდა. აქედან ექვსი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი თურქეთიდან გადმოიყვანეს.
ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ის ბებიასთან ერთად, რომელსაც ასევე კორონავირუსი აქვს, თბილისში გადმოჰყავთ. ახალი შემთხვევებიდან 70 წლამდე კაცის მდგომარეობა მძიმეა, მას სხვა თანმდევი დაავადებებიც აქვს.
ქობულეთში სულ 148 ადამიანია თვითიზოლაციაში, მათ შორის არიან ექიმებიც. ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სოფელ გვარას გაცდა: ახალი შემთხვევები კიდევ რამდენიმე სოფელსა და ქალაქ ქობულეთს უკავშირდება.
კომენტარები