ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე:
“მიშა თუ მოკვდება
ამ ქვეყანაში მკვდრები უფრო გვიყვარს
მიშას მოკლავთ და 2-3 თვეში მთელი ქვეყანა გამიშისტდება.
ხოდა დაფიქრფით აბა ? გაწყობთ ? ქართული ოცნება / Georgian Dream
ზვიადისაც უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა, ზვიდიც დატაჯნეს, ზვიდიც მოკვდა. (მოკლეს)
30 წელი გავიდა და ზოგიერთ პოლიტიკოსს დღემდე ზვიდის სახელის გამო აქვს მხარდაჭერა.
მისი სახელობის აეროპორტი გვაქვს და ა.შ
მესმის რომ ორი სხვადასხვა ადამიანია მიშა და ზვიადი, მაგრამ ძალიან უყვარდათ ამ ქვეყანაში ორივე.
დღევანდელი კადრები მხოლოთ ემპათიას იწვევს ხალხში, ცუდი სვლა იყო, საშინელი იდეა იყო თქვენთვის ამ კადრების გასაჯაროვება.
ახლა უფრო მეტს უნდა მიშას შეწყალება, ახლა უფრო მეტი შეხვდება გაგებით მიშას გაშვებას საზღვარგარეთ და ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი გააბრაზეთ.
გააბრაზეთ მათ შორის ჩემნაირი ადამიანებიც, რომლებისთვისაც მიშა ცარიელი ნამრავლია და არაფერს წარმოადგენს.
ჩვენ გავბრაზდით იმაზე რომ ასეთი კადრები ქვეყნის პრესტიჟს ურტყავს, ქვეყანაზე როგორც შემდგარ სახელმწიფოზე აცვლევინებს უცხოლებს აზრს.
თუ ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტს მოვექცეთ ასე, გამოვაქვეყნოთ მისი ვიდეოჩანაწერები და ვიქირქილოთ მის ცუდად ყოფნაზე, რაღა გვაშორებს ბარბაროსობას?
ისეთი უმაქნისები ხართ რომ ერთ კაცს ვერ მიხედეთ და ახლა საკუთარი ჩასვრილის გადაფარვას ცდილობთ გაურკვეველი კადრებით და მიზეზებით.
ხოდა, ან მოაწერეთ ხელი, მოძებნეთ რამე იურიდიული გზა რომ მიშა გაუშვათ ქვეყნიდან და თავში ქვა უხლია.
ან რომ მოკვდება და 2-3 თვეში მიშიტი ადამიანების რაოდენობა პიკს რომ მიაღწევს მერე აღარ იწუწუნოთ სამართლიანი სასამართლოს უფლება გვაქვსო – ეს ხალხი ჩამოგკიდებთ @ვერებით.”
კომენტარები