დეკანოზი თამაზ ლომიძე:
,,თქვენ რას ფიქრობთ 25 დეკემბერზე?
ამასწინათ ჩვენი ეკლესიის წევრმა, ნამდვილად მორწმუნე და ეკლესიურად მცხოვრებმა ადამიანმა, საშობაო საჩუქრებს ყიდულობდა ბავშვებისთვის და ასეთი საგულისხმო რამ მითხრა: მეო, ჩემი ოჯახის და სანათესაოს ბავშვებს ყველას 25 დეკემბერს ვულოცავ შობასო. ვკითხე, თუ რა მოსაზრებით აკეთებდა ასე და მითხრა: ყველგან, ჩვენს საგალობლებში, სიმღერებში, საბავშვო ფილმებში, სკოლაში და ყველგან, რასაც ბავშვები უყურებენ და სადაც შობა არის ნახსენები, 25 დეკემბერია ნათქვამი ქრისტეშობის დღედ და ბავშვებს ვერაფრით ავუხსნი, რატომ უნდა მივულოცო 2 კვირით გვიანო. ასე ვერ დავუმახინჯებ ჩვენს ბავშვებს აღქმასო. ვერაფერი ვუპასუხე, რადგან აბსოლუტურად სწორად და ლოგიკურად მსჯელობდა.
თქვენ რას ფიქრობთ?”
კომენტარები