ჟურნალისტი გიორგი გაბუნია:
,,ხომ ხშირად ვამბობთ ხოლმე, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო.
ჰო და ხშირად ვფიქრობ, ამ ოხერი “ქართული ოცნების” ვიწრო ადგილი სად არის? ბოლოსდაბოლოს, რით ვერ მიაღწია იმ მომენტამდე, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ გაირღვევა?
თან ვიცი, სადაც არის. მოსკოვში. კრემლი უნდა ამოწყდეს იმისთვის, რომ აქ ესენი გაწყდნენ.
მაგრამ თან სიბრაზე მახრჩობს, რომ ასე პასიურად ვსხედვართ და ველოდებით, ჩვენი ბედის სხვაგან და სხვების ხელით გადაწყვეტას. მით უმეტეს, როდესაც ისიც ვიცი, რომ ჩვენ არ გვჭირდება არავის ლოდინი. ჩვენ, პატარა საქართველომ 9 აპრილს თუ მოვახერხეთ აქედან მთელი საბჭოთა კავშირის ბორბლის უკუღმა დატრიალება, ახლა რატომ არ შეგვიძლია იგივეს გამეორება?
არ შეგვიძლია, თვითონვე აქვე შევწყვიტოთ ჩვენი ბედუკუღმართობა და მაჩანჩალა, უუნარო, ლაჩარი, სამარცხვინო, მათხოვრებივით სხვათა ხელის შემყურე ბრბოდან ისევ თავმოყვარე, ძლიერ, გამარჯვებულ ერად ვიქცეთ?
ვიცი, რომ საქართველოს ისტორიას სხვა ვერ დაგვიწერს. საკუთარი გულით უნდა დავწეროთ ჩვენი, მსოფლიოს და რუსეთის დასასრულის ისტორიაც, როგორც ეს 9 აპრილს გავაკეთეთ.”
კომენტარები